პოპულარული
“ივანიშვილი მენტალურად რუსია და საერთოდ არ ესმის რას ნიშნავს საქართველო“–მიხეილ სააკაშვილი
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას და მიმდინარე პროცესებს ვიდეოთი პასუხობს. სააკაშვილი ამბობს, რომ ოქრუაშვილის დაკავება არაფრისმთქმელი ბალდებით მოხდა და ივანიშვილი ამ გზით ცდილობს ქვეყანანა ჯიბეში ჩაიდოს. სააკაშვილის თქმით ოქრუაშვილი ვაჟკაცურად მოიქცა და უდანაშაულო მსხვერპლია. ივანიშვილს სააკაშვილი ასლან აბაშიძეს ადარებს:

„დღეს ირაკლი ოქრუაშვილს, მეცნიერ და სამოქალაქო აქტივისტს ბეჟან ლორთქიფანიძეს და კიდევ სხვა ადამიანებს პატიმრობა მიუსაჯეს. მიუსაჯეს პატიმრობა სრულიად მოგონილი არაფრისმთქმელი ბრალდებით და სრულიად გასაგებია რასაც აკეთებს ივანიშვილი. მას შემდეგ, რაც რუსთავი2-ის ხელში ჩაგდების პროცესი ფინალურ ეტაპზე გადაიყვანა, ივანიშვილმა გადაწყვიტა მთლიანად პოლიტიკური სისტემის რეიდარობა, მთლიანად ქვეყნის რეიდარობა, მთლიანად ქართველების ცხოვრების წესის ჯიბეში ჩადებით ქვეყნის მთავარ რეიდარად და ერთადერთ რეიდერად ქცევა. ხშირად საუბარია იმაზე, რომ ის არის პუტინიზაციის გზაზე, მაგრამ საქართველო რუსეთი არ არის, საქართველო არის სხვა მენტალიტეტის ქვეყანა, სხვა ღირსების , სხვა ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ის არ დგას ნავთობზე და გაზზე, საქართველოში არ არის საშუალება დიქტატურის დამყარების და ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული. ამიტომ, ვერ მოხდება საქართველოში ვერც პუტინიზაცია, ვერც ბელარუსიზაცია. ის რასაც რეალურად აკეთებს, ეს არის საქართველოს ასლანიზაცია.

ვისაც ყველაზე მეტად ჰგავს ივანიშვილი ეს არის ასლან აბაშიძე.ასლან აბაშიძე ზუსტად ასევე „ბესრედელშიკობდა“, ზუსტად ასევე მარიაჟობდა, ზუსტად ასევე ყველას იჭერდა, ყველას სცემდა იმ მომენტამდე, სანამ არ გაიქცა. ივანიშვილი თავისი გაქცევის ეტაპს ახლა ძალიან სწრაფად აახლოებს, ოღონდ მას გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ, რადგან ჩვენ ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან ადამიანს, რომელიც წაიღებს თქვენგან მოპარულ მრავალ მილიარდს. ეს არ არის მილიარდი, რომელმაც თქვენ გაგამდიდრათ მან თქვენგან წაიღო მრავალი მილიარდი. მას რა თქმა უნდა აქვს ძალიან დიდი მზაკვრული გეგმები და ამიტომ მნიშნველოვანია, როდესაც მისი გაქცევის მომენტი დადგება მას ამის საშუალება არ მიეცეს. ეს მომენტი მალე დადგება.

ყველა ის ერთუჯრედიანი, რომელიც ტოლობის ნიშანს აყენებს სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, არის უბრალოდ ივანიშვილის მთავარი მოკავშირე და სასარგებლო იდიოტი. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც იყო და რაც არის ივანიშვილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ის კი არ უნდა დაბრუნდეს რაც იყო, არამედ სხვა რაღაცა უნდა შეიქმნას ახალი.“ – ამბობს სააკაშვილი.


FaceBook Twitter Google